21:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 17:20:12, 2812 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე: განაჩენი შოკისმომგვრელია, ეს არის დიდი ბოროტება და ცინიზმი

„განაჩენი შოკისმომგვრელი და გამაოგნებელია, ეს არის ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.

ბესელიას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან და აინტერესებს, იყო თუ არა გამოყენებული ყველა შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება.

„განაჩენი შოკისმომგვრელი და გამაოგნებელია.ეს არის ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმი. მე მგონია, რომ აქ სიტყვებიც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან. მაშინ, როდესაც ახალი წლის წინა დღეებში ოჯახი ელოდებოდა სახლში ვაჟა ექიმს, ჩვენ ვნახეთ საოკუპაციო რეჟიმის ასეთი გამაოგნებელი, სრულიად უსამართლო და უკანონო განაჩენი.

მე მგონია, რომ რაღაც ძალისხმევა ამ ყველაფერს დააკლდა და მაქვს კითხვები ხელისუფლებასთან, იყო თუ არა ყველა ფორმატი და შესაძლებლობა გამოყენებული იმისთვის, რომ მომხდარიყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics