20:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 18:05:48, 1787 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: ხანგოშვილი იყო სისხლიანი მკვლელი, მხოლოდ ერთ აქციაზე 98 ადამიანი მოკლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს მისივე სიტყვები შეახსენა, რომ რუსულმა მხარემ დააყენა ხანგოშვილის პირის გადმოცემის საკითხი, ასევე გერმანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ გადაცემაზე არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა რუსული მხრიდან.

კითხვაზე, ვინ არის მართალი – ვლადიმერ პუტინი თუ გერმანიის შს მინისტრი, პუტინმა უპასუხა, რომ ორივე მათგანი მართალია, რადგან ეს საკითხები სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა.

„ასეთი საკითხები სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა. ოფიციალური მოთხოვნა პროკურატურის მხრიან არ ყოფილა, რადგან ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ აზრი არ ექნებოდა, რადგან მათ მიავედრეს, რომ პასუხი იქნებოდა უარყოფითი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაც ვთქვი პარიზში, კონფერენციის დროს. ის იყო სისხლიანი მკვლელი, კავკასიაში მხოლდო ერთ აქციაზე მან 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით ამ ციფრზე, ბევრ ქვეყანაში ამაზე ნაკლებ ადამიანზე საყოველთაო გლოვას აცხადებენ. ის იყო მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი ორგანიზატორი და ეს სრული ჩამონათვალი არ არის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics