|
2019-12-19 16:42:33, 1268 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში 2020 წელს კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად გათვალისწინებული საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და გაფორმდება ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვაზე. „ისანი ერთ-ერთია დედაქალაქის იმ რაიონებიდან, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ამასთან, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტური განვითარებასა და ახალი ბაღების მშენებლობასთან. ეშბას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი სწორედ ამ პროცესს შეუწყობს ხელს და სკოლამდელი განათლება კიდევ 250-მდე ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. 2130 კვ. მ ფართობზე ახალი, 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობის დაწყება 2020 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. პროექტის სატენდერო ღირებულება 2 235 867 ლარია. ისნის რაიონში ამჟამად ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მიიღებს აღსაზრდელებს.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)