|
2019-12-19 14:35:50, 1407 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მაღალმთიანი რეგიონებისთვის შეღავათები შემოგვაქვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" შეტანილი სიახლეები, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიკროგრანტების კომპონენტსაც ითვალისწინებს. „შეღავათები შემოგვაქვს მაღალმთიანი რეგიონებისთვის და მიკროგრანტების კომპონენტი ითვალისწინებს გარკვეულ მცირე, მაგრამ მაინც თანადაფინანსებას. მაღალმთიან რეგიონებში ადამიანებისგან ორჯერ უფრო ნაკლები თანადაფინანსება იქნება მოთხოვნილი, ვიდრე სხვა რეგიონებში", - განმარტა ნათია თურნავამ მედიასთან ამ თემაზე კომენტირებისას. ამასთან, მინისტრის თქმით, მთლიანობაში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ყველა თავისი კომპონენტით - იქნება ეს სესხის პროცენტის თანადაფინანსება, ლიზინგის თანადაფინანსება თუ მიკროგრანტების მიწოდება, მოსახლეობისთვის არის ორიენტირებული ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობაზე. „რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით გვინდა, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, პროგრამა ორიენტირებულია ექსპორტის წახალისებაზე, ჩვენი, ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ამაღლებაზე", - აღნიშნა მან. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტში 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია. ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)