03:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 14:20:06, 1427 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - განსაკუთრებით დავეხმარებით ქართული კერამიკის წარმოების განვითარებას

„ქართული წარმოების კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" აქამდე არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატა, მათ შორის კერამიკის წარმოება.

„კერძოდ, ეს არის კერამიკული საშენი მასალების განვითარება, სანტექნიკური ნაკეთობების განვითარება, რადგან დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა ძირითადად იმპორტით არის დაკმაყოფილებული. რეალურად კი ქართული კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამის მიერ მხარდაჭერილი დარგების ჩამონათვალს დაემატა საზღვაო თევზჭერა, ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ), ასევე სათავგადასავლო ტურიზმი და  ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი.

„აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის მიმართულებით 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია,   სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384  ბენეფიციარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics