|
2019-12-19 13:55:40, 1029 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ბალნეოლოგიურ კურორტზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით მცირე ბიზნესს მხარში დავუდგებით
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ასევე დავამატეთ ბალნეოლოგიური კურირტების კომპონენტი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც ბალნეოლოგიური ტიპის ტურიზმი შეიძლება განვითარდეს. „ამ ეტაპზე 20 ლოკაცია გვაქვს შერჩეული და მოგვიანებით, უფრო დაზუსტებით მოგახსენებთ თითოეულ მათგანზე, თუ რა პერსპექტივა გააჩნიათ. მაგრამ ხაზგასმით გეტყვით, რომ ამ მიმართულებას და აქ თანხების დაბანდების მსურველ ბიზნესს მხარში დავუდგებით „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა ნათია თურნავამ. ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტში სესხის თანადაფინანსების ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200,000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი - 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)