|
2019-12-19 12:49:59, 835 ნახვა
საზოგადოება
გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს (GEF) აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „გაეროს კონვენციის მიმართ ანგარიშის მომზადება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც პარიზის შეთანხმება და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება გვაკისრებს, დროულად და ზედმიწევნით შევასრულოთ. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება დადასტურებული ფაქტია და სათბური აირების ემისიების შემცირების საკითხისადმი თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ მიმართა. „2019 წელი საკვანძო თარიღია პარიზის შეთანხმების შესრულების კონტექსტში, რადგან მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა განაახლონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველო მზადაა ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები დაისახოს და მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგას, რაშიც მას გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება“,- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ. პრეზენტაციის ფარგლებში, უახლესი ორწლიანი ანგარიშის განხილვისას, სათბური აირების გაფრქვევის წყაროების, მათი გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) ეროვნული სისტემის აღწერის შესახებ განახლებული ინფორმაცია და რეკომენდაციები წარმოადგინეს. ანგარიშში, ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს გამოწვევები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით. ყურადღება საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფის, დაფინანსების საჭიროების, ინსტიტუციური მექანიზმების გამართვის, მეტი ხარისხიანი კვლევისა და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე გამახვილდა. ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)