20:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 16:46:51, 1609 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის მემორანდუმები გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ოფიციალური ვიზიტით,  ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ  პეკინში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, ქართული ჩაისა და ქართული თამბაქოს სექტორის მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

,,საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ითანამშრომლონ. საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის”, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ პეკინში  უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა  თანამშრომლობის მემორანდუმს.

„მემორანდუმი ინიცირებულია „ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის ასოციაციის“ მიერ და მისი ძირითადი მიზანია ქართული თამბაქოს პოპულარიზაცია, აჭარაში  მეთამბაქოობის დარგის განვითარების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ფერმერების კეთილდღეობას’’, -  განაცხადა ტიტე აროშიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics