2019-12-16 13:21:48, 1670 ნახვა
საზოგადოება
17 დეკემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, 16 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,