2019-12-16 12:36:18, 2298 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი პრეზიდენტზე: ასეთი სამარცხვინო და თავის მომჭრელი არჩეული თანამდებობის პირი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს
„ასეთი სამარცხვინო და თავის მომჭრელი არჩეული თანამდებობის პირი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში“,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა აარჩია და ამ „თავის მომჭრელ“ რეალობაზეც ის არის პაუხისმგებელი.
„ასეთი სამარცხვინო და თავის მომჭრელი არჩეული თანამდებობის პირი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილმა აარჩია ეს პიროვნება საპრეზიდენტო კანდიდატად და მან მოგვახვია მთელს ქვეყანას თავს. ასე რომ ამ თავის მომჭრელ რელობაზეც, რომელსაც ყოველდღე ვეჩეხებით პასუხისმგებელი არის ბატონი ბიძინა ცხადია”,- განაცხადა კანდელაკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,