2019-12-16 10:47:27, 784 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სკოლის მოსწავლეებისთვის „რა? სად? როდის?“ გაიმართა
გლდანში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში’’ ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა.
ჩემპიონატში გლდანის რაიონის 20 სკოლა ჩაერთო.
ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N119 სკოლის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილის მფლობელი N71 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N174 სკოლამ დაიკავა.
ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად.
ინტელექტუალურ თამაშში ,,რა ?სად? როდის?’’ გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),