|
2019-12-13 17:13:23, 3884 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 74-ე საზოგადოებრივი ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში კომფორტულ გარემოში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდება. ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ანა ჩერნიშოვა, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ, დონორი ორგანიზაციის − გაეროს განვითარების პროგრამის − (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანა ჩერნიშოვამ. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტები წარმოადგენს. ყაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისის სწრაფად, კომფორტულ გარემოში მიღებას. დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად მარნეულში უწევდათ ჩასვლა. საზოგადოებრივი ცენტრი ყაჩაღანისა და მიმდებარე 6 სოფლის − თაქალოს, ხაჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს. მომხმარებელს ადგილზე შეეძლება, მიიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკადასტრო გეგმის მომსახურება და სხვა. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს სოფლიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. „მაგთისა“ და „ლიბერთის“ ოფისები ყაჩაღანში დღემდე არასდროს ყოფილა. საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს. სოფლად მცხოვრებთა სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისათვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების საუკეთესო საშუალებაა. საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც. ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების“ მხარდაჭერით განხორციელდა. გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP), შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის − ყაჩაღანისა და ჭრებალოს − მშენებლობა დააფინანსეს. შესაბამისი ხელშეკრულება გაერო-ს განვითარების პროგრამასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 26 თებერვალს გაფორმდა. საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)