|
2019-12-13 15:50:31, 1151 ნახვა
საზოგადოება
2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს
გერმანული კვლევითი კომპანიის, „გოპას“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარების მიმართულებები გააცნეს. „გოპა“ კვლევას გერმანიის საინვესტიციო ბანკის - KFW ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ჭკვიანი სისტემების დანერგვას იწყებს. „ეს მართვის სქემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას გულისხმობს, რაც თბილისის საცობებისგან განტვირთვაში დაგვეხმარება. ამდენად, ის დახმარება, რასაც KFW გვიწევს, უმნიშვნელოვანესია. მან თბილისისთვის უკვე დაამტკიცა სესხი, რათა მომდევნო წლებში გადავიარაღდეთ. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შეძენასთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარება იქნება ის გზა, რომელიც ჩვენ გაგვიუმჯობესებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. მომავალ წელს თბილისის მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას შექმნის. იგეგმება შუქნიშნების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა, შუქნიშნების მართვის ცენტრის მოდერნიზაცია, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიზანია გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდა და საცობების შემცირება. ტრანსპორტის მენეჯმენტის დასახვეწად, თბილისის მერიის დაკვეთით ამჟამად კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმდინარეობს, მათ შორისაა დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობის პროცესი. აღნიშნული გეგმა მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტია და მოიცავს სფეროს ყველა ძირითად მიმართულებას: საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, რკინიგზა, საბაგირო) განვითარების გეგმებს, პარკირების ზონებისა და კერძო ტრანსპორტის ნაკადების მართვის სტრატეგიას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)