|
2019-12-13 12:48:08, 1662 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: იუსტიციის საბჭოსა და იურიდიულ კომიტეტში დამატებითი მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს
„ახლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც დეპუტატი ამბობს, მას უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელსაც მომავალ კვირას პარლამენტში წარადგენს. „გუშინ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ არჩევამ ქვეყნის დემოკრატიას და დამოუკიდებლობის იდეას მიაყენა უდიდესი დარტყმა და ზიანი. ამერიკის საელჩოს განცხადება და ყველა ოპოზიციური პარტიის, სამოქალაქო ორგანიზაციის, საერთაშორისო პარტნიორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის და სახალხო დამცველის შეფასება არის უმწვავესი, კრიტიკული ამ შექმნილი ვითარების გამო. საჭიროა ვიპოვოთ და დავინახოთ კონკრეტული გამოსავლის გზა. მინდა შემოგთავაზოთ 7 პუნქტი, რომელიც არის განსახორციელებელი და უსწრაფესად გასაკეთებელი. პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ ისევ მიმდინარეობს პროცესი დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე მოსამართლეთა შერჩევის. ახლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც. მათ აღარ აქვთ ის არგუმენტი, რომ სასამართლო ვერ იფუნქციონირებს და იმ ვითარებაში, რომელშიც ყველას მიერაა გაკრიტიკებული ის პროცედურა, რითიც მიმდინარეობს ახლა შერჩევის პროცესი, ეს ნიშნავს რომ ახალ პოზიციებსა და ახალ ვაკანსიებზე ახალი კანდიდატების განხილვა აღარ უნდა მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ის ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს და რომელთა საფუძველზეც ხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა. საბოლოო გადაწყვეტილებამდე ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსაც და პარლამენტსაც, რომ ამ საზიანო, ცუდი, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პროცედურით არ მოხდეს ახალი კანდიდატების არჩევა. შემდეგ კვირას მე ახალ კანონპროექტს წარვადგენ, რომელიც ვენეციის კომისის, ეუთო/ოდირის , ევროსაბჭოს მომხსენებლების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან, დაწუნებული ვარ, ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად ახლა საბჭო დაიწყებს იმ დარჩენილი კანდიდატებიდან ახალი კანდიდატების წარმოდგენას, რომელიც ისევ მათი პირადი ინტერესებით იქნება შერჩეული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა და ისინი უვადო მოსამართლეებად აირჩია.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)