|
2019-12-12 18:57:57, 2110 ნახვა
კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე საპარლამენტო უმრავლესობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოს. „მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, მათ შორის საქართველოს პარლამენტს, იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდა და გვერდში გვედგა ამ მომენტში. მინდა მივულოცო ჩემს ახალ განწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ისე როგორც ამას დღემდე ვაკეთებდი. მადლობა იმათ, ვინც გვაკრიტიკებდა, რადგან ჩემთვის ეს ერთგვარი სტიმული არის და გვაიძულებს, რომ უფრო მხნედ ვიყოთ და უფრო კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ამიტომ მე მათი მადლიერიც ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესებს, თუმცა, ბუნებრივია, ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია. სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს. ადრეც მითქვამს, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ: მერაბ გაბინაშვილი; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)