|
2019-12-12 16:37:15, 1580 ნახვა
საზოგადოება
საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი „მწვანე ჯილდო“ იმართება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ იმართება. კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წელს უკვე მეორედ ატარებს, მიზანად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც სწავლებაში აქტიურად იყენებენ “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ის უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებებში. 2018 წლის ,,მწვანე ჯილდოსაგან’’ განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აღმზრდელ-პედაგოგებსა და მეთოდისტებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან. კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპის ერთი ნაწილი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, დასავლეთის რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეებისთვის, მეორე ნაწილი კი თბილისში, მონაწილეებისთვის თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. შერჩეულმა კანდიდატებმა კონკურსის მეორე ეტაპზე მათ მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციები წარმოადგინეს. კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები, ხოლო ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)