17:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 13:54:53, 1007 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე ნიკა მელიას საქმეზე - მინდა დღევანდელი კენჭისყრის შედეგები ამოვბეჭდო და პარლამენტის ფოიეში „სამარცხვინო დაფაზე“ გავაკრა

„ყველა ის დეპუტატი, ვინც მისცემს ხმას ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას, იქნება „სამარცხვინო დაფაზე“ გამოკრული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან წინ არის მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლო.

 „ახლა ვდგავარ მონიტორთან და ვაკვირდები კენჭისყრის შედეგებს. მინდა შემდეგ ეს ამონაბეჭდი აქ გავაკრა და მას ვუწოდო სამარცხვინო დაფა ყველა იმ დეპუტატისა, რომლებიც ნიკა მელიას უფლებამოსილებას უყრის კენჭს. დღეს იყო ძალიან დამაზიანებელი დღე „ქართული ოცნებისთვის“ თუმცა, თითქმის ყოველი დღე ასეთია. დაწყებული ივანიშვილის ტყუილიდან, როდესაც მან საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა და პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო. იმ დღიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ არის ჩამოშლის რეჟიმში და უმძიმესი დარტყმა მიიღო. ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან წინ არის მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლო და აკეთებენ ცინიკურ განცხადებას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ნიკა მელიას გაამართლებს მაშინ დავაბრუნებთ კვლავ პარლამენტში და ზარალსაც ავუნაზღაურებთ კომპანსაციის სახითო. ეს არის ძალიან უღირსი განცხადება. დღევანდელი დღე, მოსამართლეების საკითხი და ნიკა მელიას საქმე ძალიან ძვირად დაუჯდება „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, მას  25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics