02:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 10:37:34, 1571 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 12 პირი დააკავა

პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული.

ცნობისთვის, დილიდან ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს. თავდაპირველად მათ პარლამენტის ყველა შესასვლელი დაიკავეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ჩიტაძის ქუჩის მხრიდან არსებული შესასვლელი დაატოვებინათ. აღნიშნულს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც 12 პირი დააკავეს, რამდენიმე კი, ტერიტორიას გაარიდეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრაა. გარდა ამისა, დეპუტატები ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზეც იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics