|
2019-12-11 19:12:43, 1525 ნახვა
სამართალი
ბიუჯეტის თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და 2 პირს ბრალდება წარედგინათ
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს (ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი) ი.კ.-ს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და შ.პ.ს „კუნძულის" დირექტორს ე.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს ი.კ.-მ და ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. ,,კუნძულის" დირექტორის ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა - ი.კ.-მ და ზ.ყ.-მ, ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო. „აღნიშნული ქმედებით ი.კ. და ზ.ყ., სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ე.ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ი.კ. და ზ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით, 25. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, ხოლო ე.ღ.-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით წარედგინათ. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)