|
2019-12-11 16:29:50, 1423 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციური სამედიცინო სერვისები - „თიბისი დაზღვევა“ Redmed-ის პირველი პარტნიორია
ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად მუშაობს მათ დანერგვასა და განვითარებაზე. მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევის და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა. REDMED ადგილობრივ ბაზარზე 1 თვის წინ - „ექიმი შენთან" - ამ მესიჯით გამოჩნდა. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში - აპლიკაციით გამოიძახოს ექიმი სახლში, ასევე მიიღოს სატელეფონო ან ვიდეო რჩევა. REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას, ასევე სხვა პაციენტების შეფასებებსა და კომენტარებს. თითოეულ ექიმს თავისი რეიტინგი აქვს, რომელიც ამ შეფასებების მიხედვით განისაზღვრება. ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციით - https://redmed.ge/download, ასევე ვებ-გვერდით - https://redmed.ge აქამდე, თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ ანაზღაურებას სთავაზობდა. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად სამედიცინო მომსახურების მიღებაც შესაძლებელია. ამ ეტაპზე მომხამრებელი REDMED-ით სარგებლობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ თიბისი დაზღვევაში ინვოისს წარადგენს, რის საფუძველზეც თანხა ანაზღაურდება. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება ნაწილობრივი გადახდით ისარგებლოს - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენ ნაწილს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს. მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ბი ბოტი პირველი სადაზღვევო ჩეთბოტია, რომელიც თიბისი დაზღვევამ 2017 წელს შექმნა. აქამდე ბი ბოტის დახმარებით მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტების შეძენა იყო შესაძლებელი, ახლა კი ჯანმრთელობის დაზღვევის მოხმარებლებს შეუძლიათ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება ბი ბოტით ულიმიტოთ, 3 დღის ვადაში მიიღონ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)