2019-12-10 18:18:46, 1340 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან კარავი გაშალეს
პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წევრები მივიდნენ და კარავი გაშალეს.
მოძრაობის მიზანი ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლების შეწყვეტა და ოპოზიციის დასჯაა.
„საქართველო არ უნდა იყოს მკვლელების ქვეყანა. ისევ სააკაშვილის ქვეყანა, ისევ ბოკერიას ქვეყანა. ეს მოძალადეები, ვაშაძე რომ თავში ურტყამს სპეცრაზმს, ეგ რომ აქ გაგვეკეთებინა, მიშა დაგვხოცავდა ნაღდი ტყვიებით. ვერ მოვლენ ვერავითარ შემთხვევაში, არ მაინტერესებს „ოცნება“ იქნება თუ „ნაცები“. ჩვენ გადავეღობებით, ჩვენთან მოუწევთ მაგათ ბრძოლა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,