12:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 17:36:16, 1586 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა

„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ წიაღის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმა," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მარტივდება პროცედურები მათთვის, ვისაც წიაღის არა მარტო მოპოვება, არამედ გადამუშავებაც უნდა.

„ჩვენი სტრატეგიის მთავარი ამოცანა არის, რომ ამ წიაღით მოტანილი სიკეთე ძირითადად საქართველოში დარჩეს და ძირითადი ღირებულება შეიქმნას. კერძოდ, წიაღი ექსპორტზე გადამუშავებული სახით გავიდეს, რაც ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ დღეს 50 მცირე მეწარმეს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა. 2019 წლის ბოლომდე 120-მდე მცირე მეწარმე გამარტივებული წესით მიიღებს წყლით სარგებლობის ლიცენზიას, რაც მათ სამეწარმეო საქმიანობის ოპერატიულად დაწყებაში დაეხმარებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics