12:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 15:34:10, 1342 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი

„ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი" -  ამის შესახებ ნათია თურნავამ  ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.  მინისტრის თქმით, ეს არის მიმდინარე პროცესი და ლარის  გამყარება გაგრძელდება.10 დეკემბრის მონაცემებით,  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარს შეადგენდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია.

„ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელშიც, რა თქმა უნდა,  ეროვნული ბანკიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა - ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას შევზღუდავთ, ლარი მყარდება" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics