|
2019-12-09 17:53:52, 1668 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დღეს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს
„დღეს, საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, საბაჟო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის, ელექტრონული სერვისების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების საბაჟო პროცედურებს. „სერვისების ნაწილში, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს და ამ კუთხით, ძალიან ვუახლოვდებით „ციფრული საბაჟოს" კონცეფციას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, წელს, პირველად გახდა შესაძლებელი საბაჟოზე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოდგენა, რაც ამარტივებს საბაჟო ადმინისტრირებას გადამხდელებისთვის და კიდევ უფრო დაცულს ხდის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)