14:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 13:05:20, 1171 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე: მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული კომპრომისის მზაობაა

„გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან და ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც გვაქვს“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ პროცესში დასავლელი მეგობრები ძალიან დიდ როლს თამაშობენ.

"საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ, აიძულა მართველი ძალა, რომ წამოსულიყო დიალოგზე. ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. როგორც ჩანს, გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან და ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც გვაქვს. რაც შეეხება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ შემოთავაზებას, ჩვენ უნდა ვნახოთ, ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ გვაქვს მმართველი ძალის მხრიდან, მაგრამ ამ წუთას ჩვენი კონცენტრირება არის გერმანული მოდელის ირგვლივ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები  აქტიურად მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics