13:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 18:04:53, 2041 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათები ფართოვდება

ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის #633 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრისას.   

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და წაახალისებს ქართული პროდუქციის გატანას ექსპორტზე.

„აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალმთიან დასახლებაში წარმოებული პროდუქცია გაიტანონ როგორც ექსპორტზე, ასევე მათი რეალიზაცია მოახდინონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ეს ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებებში წარმოების, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და დადებითად აისახება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
ჯანგველაძის საქმეში ორ ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება
უძილაურას ჯაშუშობაში ბრალდებულების საქმეს, საიდუმლო გრიფი მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics