12:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 15:01:12, 1434 ნახვა

პოლიტიკა
მაჟორიტარების ნაწილი 2020 წლის შემდეგ ორპალატიანი საარჩევნო სისტემის შემოღების ინიციატივით გამოდის

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღების ინიციატივით გამოდის.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ განაცხადა, ინიციატივა ამერიკულ საარჩევნო მოდელიდან არის გადმოტანილი და საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს.

„ინიციატორების აზრით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, გვინდა ამოქმედდეს ორპალატიანი საარჩევნო სისტემა. იმისთვის, რომ ინიციატივა გახდეს, საჭიროა 200 ათასი ხელმოწერა. ამ საკითხზე დისკუსია გავხსენით საზოგადოებაში, მათი პოზიცია გვინდა მოვისმინოთ და ამის შემდგომ, შეიძლება პარლამენტმა დაიწყოს განხილვა ამ კანონპროექტის. რაც შეეხება კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ორპალატიანი პარლამენტის თაობაზე, ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ როცა აღდგება იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია, ამის შემდგომ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა. შესაბამისად, ეს ორპალატიანი სისტემა იქნება იმ თარიღამდე, სანამ მოხდება ქართული იურისდიქციის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - დაჩი ბერაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics