07:50 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 14:07:10, 1796 ნახვა

კომენტარი
მაქარაშვილი: ეშმაკი რომ დამაჯდეს მხარზე და ივანიშვილის დამარცხებაში დახმარება შემომთავაზოს, არ ვარ წინააღმდეგი

„ეშმაკი რომ დამაჯდეს მხარზე და მოგეხმარებიო ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაშიო, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ისიც ეშმაკია და ესეც“, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა მაქარაშვილმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში „სირცხვილიასთვის“ მიუღებელია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მზად არიან მასთან ერთადაც დადგნენ. 

"ნინო ბურჯანაძე მადრიდის რეალის ფანი იყოს და მე იუვენტუსის ვარ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ ეტაპზე ერთნი ვართ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიხარია და მომწონს მისი მოსკოვში ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი მოსკოვში ვიზიტი "სირცხვილიასთვის" არის მიუღებელი. ეშმაკი რომ დამაჯდეს მხარზე და მოგეხმარებიო ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაშიო, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ისიც ეშმაკია და ესეც. არ ვიცი, ნინო ბურჯანაძე ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზეა ჩასული, ესე თქვეს და მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, თუ ასეა და რაღაც შედეგს გამოიღებს, კარგი იქნება, თუმცა, ეს არ ამართლებს რუსეთთან ერთი-ერთზე დიალოგს“, - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics