|
2019-12-05 13:37:57, 1203 ნახვა
საზოგადოება
ბექა ბასილაია: პოლიციელები ძალადობის ფაქტებზე ხშირად არ რეაგირებენ, თუ მსხვერპლი ოპოზიციის მხარდამჭერია
„პოლიციელები ძალადობის ფაქტებზე ხშირად არ რეაგირებენ, თუ მსხვერპლი ოპოზიციის მხარდამჭერია“, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, იურისტთა ჯგუფი საჯარო მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მუშაობას იწყებს. „ჩვენ გვაქვს პოლიციის მხრიდან სამწუხაროდ, დანაშაულებრივი უმოქმედობის ფაქტები, როდესაც ისინი არიან ძალადობის უშუალო შემსწრეები, მაგრამ ამაზე არ რეაგირებენ, რადგან დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი არიან ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, მოქალაქეები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი. ყველა ეს ქმედება არის ცალსახად დანაშაული, რიგ შემთხვევაში - უფლებამოსილების გადამეტება, რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე დანაშაულები. ჩვენი იურიდიული ჯგუფი იწყებს მუშაობას იმ საჯარო მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტებზე, ვინც უშუალოდ ჩართული არიან პოლიტიკურ პროცესებში ძალადობრივი გზით“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)