12:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 11:46:20, 1247 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია: 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსი

„იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება დასტაბილურდება, რაც არჩევნების ხელს შეუწყობს არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებას.

„ზოგადად, საარჩევნო სისტემასთან, „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით და მითუმეტეს, მის კონსტიტუციურობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც მე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ზოგადად, საარჩევნო სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხი და ცესკო, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, მის უზრუნველყოფას ახორციელებს, როგორიც არ უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევალთ, რადგან ეს ძალიან პოლიტიკური საკითხია.

რაც შეეხება გარემოს და პროცესს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ცესკოს ხელმძღვანელმა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური საარჩევნო გარემო და მშვიდობიანი საარჩევნო ვითარება არჩევნების კარგად წარმართვისთვის. იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც შექმნის ისეთ გარემოს ამომრჩევლებისთვის, რომ მათ შეძლონ თავისუფლად, დაძაბული გარემოს გარეშე არჩევანის გამოხატვა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics