14:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 15:26:21, 1711 ნახვა

ეკონომიკა
საგურამოში, „თიბისის“ მხარდაჭერით, ტურისტული კომპლექსი - „სევსამორა რეზორტი და სპა“ გაიხსნა

თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში - საგურამოში, თიბისის მხარდაჭერით, მრავალფუნქციური დანიშნულების, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტურისტული კომპლექსი - „სევსამორა რეზორტი და სპა" გაიხსნა.

მაღალი კლასის ტურისტულ-დასასვენებელი კოპლექსი 25 ჰა-მდე მიწის ფართობზეა განლაგებული და მოიცავს: 45 ოთახს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, კვების 5 ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასა ბარებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიო ვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებს და რეკრეაციულ ზონას. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ინვესტიციის საერთო თანხა 20 000 000 ლარს შეადგენს.

კომპლექსის მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის გამოყენებულია ისეთი იტალიური, ფრანგული და გერმანული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, როგორებიცაა: "Casalgrande Padana", "la Fabrica", "Jacob Delafon", "Kerakoll", "Cesar",  "Kohler".

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.

„სევსამორა რეზორტი და სპა" მიზნად ისახავს გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შექმნას, სადაც სტუმრები შეძლებენ მყუდრო და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ქართული მევენახეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ბიო-ქვევრისა და საკოლექციო ჯიშის ღვინოების დეგუსტაციებში, მასტერკლასებში, რთველში თუ წარმოების პროცესში მონაწილეობას. 

დასასვენებლი კომპლექსი პირველ სტუმრებს 25 დეკემბრიდან უმასპინძლებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics