02:55 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 12:42:22, 2180 ნახვა

სამართალი
პროკურორი - ბუდაღაშვილის განცხადებაზე, რომ მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდნენ, გამოძიება დაიწყო

„ბრალდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ზურაბ ბუდაღაშვილთან გამომძიებლები იყვნენ შესულები, თუმცა, მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა ამ პროცესს მისი ადვოკატი დასწრებოდა.

„აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება და ბრალდებულთან ციხეზე იყო გამომძიებელი მისი დაკითხვის მიზნით, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა დაკითხვას დასწრებოდა მისი ადვოკატი“, – ამბობს ვაჟა თოდუა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამართულ ბოლო სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე უცნობი პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რომლის მიზეზადაც მან ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა დაასახელა.

ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics