|
2019-12-03 15:51:24, 2496 ნახვა
სამართალი
პრემიერმა და შს მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა გახსნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობაში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენებული შენობა და მასში განთავსებული თანამედროვე ლაბორატორიები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში ყველა ლაბორატორია მოწყობილია ISO სტანდარტების სრული დაცვით. დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახური, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა და გენეტიკური კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო. ეს ფაქტორი, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აფერხებდა კომპლექსურ კვლევებს და სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებს. გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზის უახლესი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების დანადგარებით. აღნიშნული ლაბორატორიის საშუალებით უკვე შესაძლებელია დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალხარისხიანი ექსპერტიზის დასკვნების მომზადება. ახალი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას. „ეს ლაბორატორია ჩვენს პოლიციელებს, გამომძიებლებს აძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად შეასრულონ თავისი მოვალეობა. აქ არის სრულიად თანამედროვე, უახლესი ლაბორატორიები, რომელიც ჩვენ ადრე არ გვქონდა. დნმ-დან დაწყებული, ბალისტიკით დამთავრებული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთელმა გუნდმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში გაკეთდა. მსურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს და რაც მთავარია, კრიმინალისტიკის დეპარტამენტს მივულოცო, ისინი უკვე რამდენიმე დღეა ოპერირებენ ამ შესანიშნავ გარემოში და ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. "ჩვენ ვნახეთ სულ ახალი შენობა, ახალი აპარატურა, ახალი პროგრამები. 1 წელიწადში მოხერხდა ამის აშენება, აპარატურის შემოტანა. დაახლოებით, 19-20 მიმართულებაა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულებით და ახლა დაემატა კიდევ დნმ-ის კვლევის ჯგუფი, განყოფილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, კიდევ ვეცდებით, რომ ახალი პროგრამები, აპარატურა შემოვიტანოთ და დავხვეწოთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ახალ შენობაში თანამშრომელთათვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობებია და ექსპერტიზის ლაბორატორიების გარდა, განთავსებულია ბალისტიკური ტირი, სპეციალური საცავები, სამუშაო სივრცეები, ასევე, მოეწყო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე და რეკრეაციული ზონა. შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების თანამედროვე, მძლავრი სისტემებით.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)