|
2019-12-03 14:44:33, 2138 ნახვა
საზოგადოება
DRI - „ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებასა და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 2 დეკემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებაზე, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზირებული და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღია წყაროებით გავრცელებული მასალა ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მედია საშუალებებმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის (რის შედეგადაც 5 აქტივისტი დაშავდა) არაერთი ფაქტი გადაიღეს. კონტრაქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა აქციის ერთ-ერთი მონაწილეს თვალში მოხვდა. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად არაერთი ჩანაწერისა, პოლიციას არც ერთი კონტრდემონსტრანტი არ დაუკავებია. 2 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დღის პირველ ნახევარში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაკავებას ქალაქ მცხეთაში. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისზე პლაკატების გაკვრა დაიწყეს, რამაც მმართველი პარტიის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. ღია წყაროებით გავრცელებული მასალა ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მედია საშუალებებმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის (რის შედეგადაც 5 აქტივისტი დაშავდა) არაერთი ფაქტი გადაიღეს. კონტრაქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა აქციის ერთ-ერთი მონაწილეს თვალში მოხვდა. მიუხედავად არაერთი ჩანაწერისა, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები დემონსტრანტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, პოლიციას არც ერთი კონტრდემონსტრანტი არ დაუკავებია. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაიწყო. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციას ეკისრება „შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, რაც პირდაპირ მოიაზრებს პოლიციის ვალდებულებას, მშვიდობიანი დემონსტრანტები დაიცვას კონტრდემონსტრანტების და სხვა პირთა ძალადობრივი ქმედებებისაგან, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან ფიზიკური განცალკევების და ძალადობის აღკვეთის გზით. ამის საპირისპიროდ, მედია საშუალებებით გავრცელებული არაერთი კადრიდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციამ ხელი არ შეუშალა კონტრაქციის აგრესიულად განწყობილ მონაწილეებს - მიახლოვებოდნენ დემონსტრანტებს და, ამგვარად, ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, უკანსაკნელ პერიოდში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა დემონსტრანტებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების გატარების სანაცვლოდ, დაზარალებული მხარის გარიდება შემთხვევის ადგილიდან, რაც მოძალადე ჯგუფებში დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს მომავალ ძალადობას. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დაკვირვების შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პოლიციას გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს წესრიგი, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის უფლება და კანონის შესაბამისად აღკვეთოს ნებისმიერი სამართალდარღვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს:
მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს:
სამართალდამცავ ორგანოებს:
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)