02:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 18:40:23, 1285 ნახვა

საზოგადოება
ხოშტარია „გაბედეს“ წევრებზე: პოლიციამ მერიის თანამშრომლების ხახაში ჩააგდო ბავშვები და მას შემდეგ მივიდა, როცა კარგად სცემეს

„პოლიციამ პირდაპირ მერიის თანამშრომლების ხახაში ჩააგდო ეს ბავშვები და მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც კარგად სცემეს“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი,  ელენე ხოშტარია მცხეთაში, ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებას.

მისი შეფასებით, ეს არის სახელწიფოს ძალადობრივი,  მიზანმიმართული ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ.

„მოძალადე მონები, ამ შემთხვევაში ხუნდაძის სახით, იმიტომ, რომ ებღაუჭებიან ძალაუფლებას, წავიდნენ პირდაპირ ძალადობაზე. ახალგაზრდებს მიუქსიეს მერიის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ახალგაზრდა და "გაბედეს" წევრი და ასევე სხვა ახალგაზრდები "გაბედედან" რჩებიან დღეს საავადმყოფოში იმიტომ, რომ ტვინის შერყევა აქვთ, სასტიკად არიან ნაცემები. ხაზგასმით მინდა ვთქვა,  მათი მონაყოლიდან პირდაპირ ჩანს, პოლიციამ პირდაპირ მათ ხახაში ჩააგდო ეს ბავშვები. მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც კარგად სცემეს ბავშვები, ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი მიზანმიმართული ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის  ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი  მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით  მცხეთის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ იქნა გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics