04:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 18:43:01, 346 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო

ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრამდე, სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ჩეხეთის საჰაერო ძალების სარდლის და სამხედრო მაღალჩინოსნების თანხლებით უკვე იმყოფებოდნენ კომპანიებში - „LOM PRAHA“ და „VR GROUP“, რომელიც ახალი თაობის სიმულაციური ცენტრების წამყვანი კომპანიაა. ამ წუთებში ქართული დელეგაცია მასპინძელ მხარესთან ერთად კომპანია “ERA”-ში იმყოფება. “ERA” მსოფლიოში სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მას მოგებული აქვს ტენდერი ნატოს წევრი ქვეყნების VERA NG რადარით მომარაგებაში და ისინი, სწორედ, ამ კომპანიის სახელწოდების თანამედროვე რადარებს იყენებენ. “ERA”-ს წარმომადგელებემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და რადიო ტექნიკური სადაზვერვო საშულებები და სარადარო სისტემები გააცნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics