18:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 18:24:03, 2399 ნახვა

რეგიონი
მოძრაობა „გაბედეს“ ორი წევრი ქალა-ტვინის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს

მცხეთაში, უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის  ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ორი  მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით  მცხეთის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ იქნა გადაყვანილი.

საავადმყოფოს ექიმის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მონიტორინგის მიზნით პაციენტები 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოში დარჩებიან.

„ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. შემოსვლისთანავე ჰქონდათ  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა  და ძლიერი საერთო სისუსტე. ორივე მათგანს ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. აღენიშნებათ ექსკორიაციები სახისა და თავის არეში. კომპიუტერული ტომოგრაფია და მწვავე კეროვანი პათოლოგია გამოირიცხა თუმცა, რჩება ჩივილები, ამიტომ მონიტორინგის მიზნით პაციენტები დარჩებიან კლინიკაში სავარაუდოდ 24 საათით“, - განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics