07:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 11:02:39, 1766 ნახვა

კომენტარი
მელია: „ქართულ ოცნებაში“ შემოჭრილი დეპუტატების ამოცანაა პარლამენტიდან გამომაგდონ

„ „ქართულ ოცნებაში“ შემოჭრილი დეპუტატების ამოცანა რჩება რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი  გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე.

„დღევანდელი  გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე. არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს თავისი გუნდის წევრებს თუ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემოჭრილ დეპუტატებს და მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა იქნება თუ არა ამ ვადის ამოწურვამდე. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ღილაკს ხელი ისევ. ახლა მათი ამოცანა რჩება რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე, კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ იმ ღილაკს ხელი, რომელზეც არ უნდათ, მაგრამ, უღირთ. აბსურდული საქმე იყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics