14:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 16:26:06, 3578 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ჭარაია - პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს მოიტანს

ორგანიზაცია „სექტორი 3" - ის ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს. პროექტის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

სოციალურ ქსელ „Facebook" – ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ვახტანგ ჭარაიამ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა თავისი პოზიტიური ქმედებით კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს ბიზნესის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, შედეგად კი - ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

„იმის ფონზე, რომ საქართველოში უმუშევრობა წლების განმავლობაში ნომერ პირველ პრობლემად ცხადდება (12.7%), ხოლო უცხოურ ინვესტიციებში ახალი გამოწვევებია მთელი რეგიონის მასშტაბით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განაგრძოს პროაქტიული ქმედებები ბიზნესის დასაინტერესებლად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს შეთავაზებები ხელმისაწვდომი იყოს არამხოლოდ თბილისსა და სხვა უკვე ჩამოყალიბებულ რეგიონულ ცენტრებში (უცხოური ინვესტიციების 81% მხოლოდ თბილისზე მოდის), არამედ მათ ფარგლებს გარეთაც, რათა ინკლუზიურობის და გადანაწილების პრინციპები იყოს დაცული“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია სხვადასხვა მასშტაბის მრავალი საპრივატიზაციო ობიექტი, რომლებიც რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გასხვისდეს. „თუმცა, საპრივატიზაციო ობიექტების გარდა საინტერესო იქნება სახელმწიფომ ბიზნესს აგრეთვე ბიზნეს პროექტებიც შესთავაზოს, საუკეთესო შემთხვევაში კი კლასტერული განვითარების ჭრილში წარმართოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3"-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics