19:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 16:33:09, 620 ნახვა

საზოგადოება
გორში „ლიდერთა სახლის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ლიდერთა სახლის“ გორის აქტიურ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მონაწილეებმა პროგრამის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და წარმოაჩინეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აღნიშნული პროექტების ფარგლებში შეიძინეს. მათ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. გორის იუსტიციის სახლში გამართულ ღონისძიებას პროგრამა „ლიდერთა სახლის“ კოორდინატორი მაია ნასრაშვილი დაესწრო.

ქალაქ გორში „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა პროექტი. აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი 40  მოსწავლეს გადაეცა.

„ლიდერთა სახლი" დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება,  მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ამ მხირივ ხორციელდება სპორტული შეჯიბრებები, კინოკლუბი, წიგნის კლუბი, პროფესიული არჩევანი, ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, ოლიმპიადები. პროგრამა საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდება: თბილისი, რუსთავი, მარნეული, გურჯაანი, ყვარელი, თელავი, მესტია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, ახალციხე, ბათუმი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics