|
2019-11-28 16:37:53, 3348 ნახვა
რეგიონი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ კამპუსში განაგრძობს ფუნქციონირებას
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის ბაუ გლობალის წევრია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის ამერიკული მოდელის სამედიცინო პროგრამას. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით. უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა აქვთ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების უმდიდრესი კოლექცია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით. წელს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წელს განახლებულ კამპუსში შეხვდა, რომელიც მედინას ტერიტორიაზეა განთავსებული. კამპუსის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2019 წლის 29 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)