08:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 10:36:55, 1079 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: დღეს გვაქვს შესაძლებლობა ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.               

მისი თქმით, ქვეყანას წლების განმავლობაში კიდევ მოუწევს რეფორმების გატარება სხვადასხვა მიმართულებით.

„საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პირველად და საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა 20 წლის წინ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად, დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ხედვით. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნოთ, თუ რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში. როდესაც საქართველო 20 წლის წინ გახდა ევროსაბჭოს წევრი, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში კიდევ მოუწევს იყოს სრული რეფორმიერების და სხვადასხვა მიმართულებით - სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ დღესაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც, სადაც ქვეყანა სრულად ადასტურებს და სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics