|
2019-11-27 20:16:22, 12864 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International - ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ არასასურველი ძალის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს
თბილისში სპეცრაზმის გამოყენებით საპროტესტო აქციების დაშლას საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმაურება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არასასურველი ძალის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს. „ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ არაძალისმიერი საშუალებები ეფექტიანი აღარ არის, ხოლო სამართალდამცველებმა ზიანისა და დაზიანებების მინიმუმამდე დაყვანა უნდა სცადონ. იმ მშვიდობიანი შეკრებების დაშლისას, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობით უკანონოა, სამართალდამცველებმა უდიდესი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ, ხოლო თუ ძალის გამოყენება გარდაუვალია, ის დემონსტრანტების წინააღმდეგობის დონის შესაბამისი უნდა იყოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. მათივე თქმით, ძალა, რომელიც სავარაუდოდ დაზიანებას გამოიწვევს, მხოლოდ იმ პირთა მიმართ უნდა იქნას გამოყენებული, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის შეკრებები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ახდენს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს, თუ ხელისუფლება დაშლის სოციალურ აუცილებლობას დაადასტურებს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრაციამ ხანგრძლივი დროით მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. Amnesty International-ი ასევე ეხმაურება ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი: „წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტუალურ ფაქტორებსაც, როგორიცაა ძალიან ცივი ამინდი, რომელმაც შესაძლოა მისგან გამოწვეული ზიანი კიდევ უფრო გააღრმავოს“. ამასთან, ორგნიზაცია საქართველოს ხელისუფლება ახსენებს, რომ ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების თაობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოს მიხედვით, წყლის ჭავლი სერიოზული საზოგადოებრივი არეულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანებების მიღების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების ალბათობა. მათივე განცხადებით, წყლის ჭავლის დამიზნება ახლო მანძილიდან დაუშვებელია, რადგანაც მან შესაძლოა, მუდმივად დაბრმავება ან რაიმე მეორადი დაზიანებები გამოიწვიოს. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების 15 დღემდე ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა იმის გამო, რომ ისინი შეეწინააღმდეგნენ პოლიციის მითითებებს სახელმწიფო შენობის შესასვლელების გახსნის შესახებ. „ამგვარი ქმედება არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თავისუფლების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთანავე, ამგვარი პრაქტიკა შეკრების თავისუფლების თაობაზე ქართველი ხალხის აღქმას მნიშვნელოვნად შეასუსტებს“, – აღნიშნულია ორგანიზციის განცხადებაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)