2019-11-27 13:29:05, 1913 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, ხანძარი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
შედეგად დამწვარია სახლის მანსარდი და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად ხანძრის დროული ლოკალიზება მოხერხდა და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალის შემადგენლობით. ასევე, მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური.
ავტორი: ექსპრესნიუსი,