06:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 13:20:34, 2338 ნახვა

პოლიტიკა
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა უმრავლესობის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

კერძოდ, აქტივისტები დეპუტატს მედიაცენტრ „მთავარში“ მაშინ მიუვარდნენ, როდესაც მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

ახალგაზრდებმა მას შენობა ხმამაღალი შეძახილებით და სასტვენებით დაატოვებინეს.    

მაჭარაშვილს პრესკლუბის შენობის დატოვება საპატრულო პოლიციის თანხლებით მოუწია..

„სამარცხვინო მაჟორიტარი ხარ შენ. ხალხს უნდა გასცე პასუხები. ამ ადამიანმა ჩააგდო პროპორციული არჩევნები. კანონპროექტის ჩაგდების ინიციატორი თავად იყო.  ახლა ეს ადამიანი დააწინაურეს და გახდა კომიტეტის თავმჯდომარე. ქართველი ხალხის ღალატისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - აცხადებდნენ აქტივისტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics