|
2019-11-27 12:23:26, 1654 ნახვა
საზოგადოება
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ გალაქტიონ ბუაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გალაქტიონ ბუაძეს. ის თანამდებობას ტოვებს და კერძო სექტორში გადადის. გალაქტიონ ბუაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა მან მართლაც ღირსეულად გაართვა თავი ამ ყველაფერს. ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი თავის სამსახურთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაერთი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელების მიზნით კიო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „პროექტების განხორციელების პროცესში არის გამოწვევები, პრობლემები, შეფერხებები, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებაც შექმნილი დისკომფორტიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც პროექტი სრულდება, ვხედავთ ძალიან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვენულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და ზედამხედველობა. ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, წარმატებული ქალაქი ვიყოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სამშენებლო კულტურა, რომ ტენდერში გაიმარჯვოს კომპანიამ და წყნარად ვიყოთ, რომ ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს გალაქტიონ ბუაძე 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)