16:04 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 15:40:53, 1347 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს TEDxTbilisi 2019 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი TEDxTbilisi 2019 უმასპინძლებს. 2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემაა ცხოვრების ხელოვნება, სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად.

ღონისძიება 14 დეკემბერს 11:00 – 16:30 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებენ. წელს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს რომ სტუმრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია TEDxTbilisi-ის ფეისბუქ ან ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით:  

შემდეგ ბმულებზე:

 https://www.facebook.com/events/505211220068154/

http://www.tedxtbilisi.com/news/tedxtbilisi2019-registration

რაც შეეხება TEDxTbilisi2019 სპიკერების სიას, ის ასე გამოიყურება:

  1. რატი ღოლიჯაშვილი
  2. მაკო ქავთარაძე
  3. ხატია გაბისონია
  4. ჯერი ოსბორნი
  5. მანუჩარ ჩიტაიშვილი
  6. თათა რატიშვილი
  7. ლიკა დუმბაძე
  8. მარია ბაიერ დ’ორაციო
  9. გიორგი თუმანიშვილი

TEDx შესახებ:

TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში.  საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.

TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ჩვენი სპიკერების მიზანია მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ.

TEDx ფორმატი მუდმივად ვითარდება აქტუალობის და საზოგადოების ინტერესის შესანარჩუნებლად. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ დღეისათვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც იგი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და პრესტიჟულ ინტელექტუალურ ფორუმად იქცა. ყოველწლიურად ჩვენი ღონისძიებები 500ზე მეტ მსმენელს უყრის თავს, ზოგიერთი სპიკერის ვიდეოები კი, პოპულარული გახდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საზოგადოების მუდმივად ზრდადი ინტერესი ჩვენი ღონისძიებების მიმართ, გვარწმუნებს ამ საქმიანობის საჭიროებაში და აღვივებს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფორმატი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics