05:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 19:25:26, 1230 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებაა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტი პიკეტირებას დღესაც გეგმავენ, რათა ხვალიდენლი პლენარული სხდომა ვერ ჩატარდეს.

აქციაში ასობით მოქალაქე მონაწილეობს. აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

ამასთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერემიბი პოლიციას რუსთაველის გამზირის გადაკეტვას სთხოვენ, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ სანამ ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იქნება, ამის გზის გადაკეტვის უფლებას ვერ მისცემენ.

არსებული ვითარების გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics