10:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 17:03:57, 1697 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი: ევროპარლამენტში ოთხშაბათს დებატები გაიმართება და ვნახოთ, როგორ შეხვდებიან „ოცნების“ თავხედურ გადაწყვეტილებას

„ოთხშაბათს, ევროპარლამენტში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დებატები გაიმართება და ვნახოთ, როგორი „ტაშისკვრით“ შეხვდებიან ევროპელი მეგობრები, „ქართული ოცნების“ თავხედურ და კონფრონტაციულ გადაწყვეტილებას“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“  წევრი გიორგი კანდელაკი „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნ კახა კალაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ „პროპორციული არჩევნების თემა დახურულია“.

კანდელაკის თქმით, დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს.

„ოთხშაბათს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები, რომლის მთავარი თემაც იქნება საქართველოში არსებული სიტუაცია. დებატებს ფორმალურად ჰქვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სიტუაცია, მაგრამ დიდი ნაწილი მიეძღვნება სწორედ საქართველოს ამბებს. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის  კონფრონტაციაში შესვლა არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებასთან, არამედ საქართველოს მეგობრებთანაც, რადგან პროპორციული არჩევნების უარყოფის შემდეგ იყო მთელი წყება, უაღრესად კრიტიკული განცხადებებისა. შეგახსენებთ, იყო აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, იყო ძალიან მწვავე განცხადებები აშშ-ს კონგრესში, ევროპარლამენტში და იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნები, რომ შედგეს შეთანხმება, კომპრომისი და "გავრილოვის ღამის" შემდეგ დადებული პირობა შესრულდეს.  ვნახოთ ოთხშაბათს როგორი განცხადებები იქნება, როგორ "ტაშისკვრით" შეხვდებიან საქართველოს მეგობრები, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უფლებებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, თუნდაც აგერ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის, რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ ასეთ თავხედურ და კონფრონტაციულ გადაწყვეტილებაზე "ქართული ოცნებისა".  გარდა ამისა, ძალიან დიდი ალბათობით დეკემბერში, ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics