|
2019-11-25 12:50:54, 1852 ნახვა
ეკონომიკა
ახალი სიტყვა თანამედროვე ინტერიერში - ეკოლოგიურად სუფთა ჰაერგამწმენდი და თხევადი შპალერები
თანამედროვე სამყაროში შპალერი უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ ეკოლოგიურ, ჰაერგამწმენდ ფუნქციასაც კი შეიძლება ასრულებდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყრნრბით კი თხევადი შპალერებიც არსებობს. სწორედ შპალერის ამ თანამედროვე სახეობებზე გესაუბრებით ამ სტატიაში. დეტალური ინფორმაციისათვის და რჩევებისთვის მივმართეთ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელს- "გორგიას" . როგორც”გორგიაში“ გავარკვიეთ, თხევადი შპალერი, რომელიც "ბიოპლასტის" სახელწოდებითაა ქსელში წარმოდგენილი, თანამედროვე ტიპის მასალაა ინტერიერისთვის. ის 100%ით ეკოლოგიურად სუფთა, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით მზადდება. მის შემადგენლობაში შედის აბრეშუმი, ბამბა, ცელულოზა და ა.შ. მზა ზედაპირზე არ ჩანს გადაბმის ადგილები, ახდენს თბოიზოლაციას, ახშობს ხმას, უძლებს ყინვას, ჰაერგამტარი და ანტისტატიკურია, ასევე ფარავს ზედაპირზე არსებულ პატარა ბზარებს და ხარვეზებს. შესაძლებელია თხევადი შპალერის დაზიანებული ნაწილის ჩამოხსნა და ხელახლა დატანა.
ბიოპლასტის თხევადი შპალერის 30 სახეობამდეა „გორგიაში“ წარმოდგენილი, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. კვადრატულის ფასი 3 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია ფასი, მით მეტია ეკოლოგიურობის ხარისხი და ნესტგამძლეობა, ასევე ხმის იზოლაცია.. მსგავსი შპალერის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია საბავშვო ოთახებისთვის. თხევადი შპალერის მონტაჟი ხელოსნის დახმარების გარეშეცაა მარტივად შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა შპალერის მთლიანი მასა გაიხსნას თბილ წყალში, რვა საათის განმავლობაში გაჩერდეს და შპალერიც გასაკრავად მზადაა. „შპატელის“ საშუალებით, ერთი მილიმეტრის სისქის ფენად წაუსვამთ კედელს და 24-28 საათის განმავლობაში ის გაშრება.
„გორგიაში“ ასევე ვნახეთ ეკოლოგიურად სუფთა, ჰაერგამწმენდი შპალერი, რომელიც სუნთქავს. კორეული LG-ის ფირმის და შედგება შპალერისა და მასზე დატანებული სპეციალური ეკოფენისგან. ამ ეკოფენაზე მზის შუქის, ან ოთახში განათების მოხვედრისას გამოიყოფა იონები, რომელიც ანადგურებს და შლის ოთახში დაგროვილ ბაქტერიებსა და მავნე ნივთიერებებს. შპალერის ზედაპირი რეცხვადია და შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ მისი გაწმენდა სველი ქსოვილით. ეკოლოგიური შპალერი ასევე ხელს უწყობს სახლის მცენარეების სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას. მისი გაკვრა რეკომენდებულია განსაკუთრებით საბავშვო ოთახში. შპალერის ეს სახეობა სრულიად ახალი და ინოვაციურია. აქამდე მისი მსგავსი არასოდეს ყოფილა ბაზარზე.
„ გორგიაში“ დაგხვდებიან პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც თქვენს ინტერესზე, დიზაინსა და საჭიროებაზე მორგებული პროდუქციის არჩევაში, სიამოვნებით დაგეხმარებიან.
(R)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)